გურამ მაჭარაშვილი - თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება

თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

„მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ პრინციპი „რაც ნაკლები - უკეთესი“ არ გამქრალა, არ გამქრალა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დასრულდეს ქვეყანაში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ თუ არ დასრულდა, ოპოზიციური ველი ვერ გაიწმინდება და ჯანსაღი ძალები ქართულ პოლიტიკაში ვერ მოვლენ. ასე რომ, ამ სამივე დაპირებაში თუ შეგვიწყობს ხელს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება.

ჯანსაღი პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განმარტებით, „ხალხის ძალა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა რა კონფიგურაციით და როგორ, ამას საზოგადოება რამდენიმე თვეში გაიგებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას - რა კონფიგურაციით და როგორ, ამას რამდენიმე თვეში გაიგებს საზოგადოება. არამარტო ჩვენ, არამედ, გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი პარტიას ექნება ჯანსაღ პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში