კახა კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე - ნებისმიერ დროს - გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ის მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიტაროს ნარკოლოგიური ტესტირება. ამით კალაძე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ნებისმიერ დროს, თუმცა საბა ბუაძესთან დაკავშირებით, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვიზიარებ ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებას და დამოკიდებულებას საბა ბუაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარონ.

„რაც შეეხება რეფორმას, ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. ჩვენ გვინდა რეფორმის განხორციელება, რითაც ადამიანებს დავეხმარებით, მივცემთ შესაძლებლობას, თუნდაც მაგალითად: ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დავეხმაროთ და მხარში ამოვუდგეთ. ზოგადად, ნარკოტიკების მიმართ შეიცვალოს დამოკიდებულება“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა