შალვა პაპუაშვილი - აფხაზეთიდან დაღუპულთა ნეშტების გადმოსვენება საზოგადოებას ახსენებს თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის - ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამ ზღვართან ქვეყანა ძალიან ახლოს იყო

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აფხაზეთიდან დაღუპულთა ნეშტების გადმოსვენება საზოგადოებას ახსენებს თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამ ზღვართან ქვეყანა ძალიან ახლოს იყო და ბევრს უნდოდა, საქართველოს ეს ზღვარი გადაელახა.

„დღეს მოხდა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიცირება და მათი მიბარება მიწას. ეს ის მომენტებია, როცა ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც სამი ათეული წლის წინ გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. გვახსენებს, თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის. ამას ჩვენ ბოლო სამი წელია ვაკვირდებით რეგიონში, ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ტრიალებს. ვხედავთ ახალ მგლოვიარე ოჯახებს. ჩვენს საზოგადოებასაც ესმის ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამ ზღვართან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით. ბევრს უნდოდა, ჩვენთვის ებიძგებინა და ეს ზღვარი გადაგველახა, ჩვენი ქვეყანა კვლავ მგლოვიარე ქვეყნად ქცეულიყო, მაგრამ საზოგადოება დადგა მტკიცედ, არ ავყევით არავის ყალბ, ცრუ მოწოდებებს. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფი, ჩვენი მოქალაქეებისა, რომელიც სამი წლის წინ, ამ დღეებში მოითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნით, იარაღის მიწოდებით, საზღვრების ჩაკეტვით და ა.შ. საქართველო თავით გაქანებულიყო ხელახალ ომში და აქ ყოფილიყო მეორე უკრაინა. ვხედავთ, რომ ეს მარგინალური ჯგუფი დღესაც თავს ახვევს თავის დღის წესრიგს საზოგადოებას. ისევ და ისევ თავისი უცხოელი პატრონების დავალებით, რომლებიც ვხედავდით როგორ შეხმატკბილებულად და სინქრონში მოქმედებენ. სამი წლის წინ, პარლამენტთან იმართებოდა აქციები მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით, საზღვრების ჩაკეტვის მოთხოვნით, იარაღის გაგზავნის მოთხოვნით, სანქციების დაწესების მოთხოვნით და ა.შ. იმავე მომენტში ვხედავდით გარედან ჩართულ ხან უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც ახალისებდა იმას, რომ კონფლიქტში თავით გავქანებულიყავით, ხან უკრაინის პრემიერ-მინისტრს, რომელიც მოუწოდებდა მოქალაქეებს, მთავრობასთან მისულიყვნენ და მოეთხოვათ მათთვის მოხალისეების გაგზავნა. ხან ღია საუბრები იყო, ხან დახურულ კაბინეტებში. ამას გადაურჩა საქართველოს სამი წლის წინ და ეს პროცესი მიმდინარე პროცესი იყო სამი წლის განმავლობაში. დღეს ვხედავთ, რომ არის იმედები, რომ მშვიდობა დადგება უკრაინაში. ბოლო სამი წელი იყო ყოველდღიური ჭიდილი ომსა და მშვიდობას შორის, ბევრს უნდოდა ეს ზღვარი გადაგველახა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, ჩვენი საზოგადოების სიბრძნითა და საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცით, ქვეყანა, შეინარჩუნა მშვიდობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე