ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოთხოვნილია საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სანქციების სამიზნე პირთა სიის გაზრდა

ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. შესაბამისი რეზოლუცია ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის - ვებ-გვერდზეა განთავსებული.

კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუცია უკავშირდება “საქართველოში მიმდინარე პროტესტებს, უსამართლო არჩევნებს მოყოლილ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისს, მზარდ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს”.

რეზოლუცია, ასევე, რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას.

“[ჩეხეთის მთავრობამ] მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რაც ქვეყანაში მიმდინარე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია და მისი ჩატარება ევროკავშირის, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სხვა ინსტიტუტების შესაბამისად;

[ჩეხეთის მთავრობამ] მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ გამოძიებებისა და დევნის შეწყვეტა, შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენა, არადემოკრატიული კანონების გაწვევა, რომლებიც გავლენას ახდნენ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და საჯარო მოსამსახურეებზე;

[ჩეხეთის მთავრობამ] მოითხოვოს პოლიციის, სასამართლოებისა და პროკურორების მიერ კანონის დარღვევის ყველა შემთხვევის გამოძიება;

[ჩეხეთის მთავრობამ] მნიშვნელოვნად შეავსოს და გაზარდოს ჩეხეთის რესპუბლიკის ინდივიდუალური სანქციების სამიზნე პირების სია, მათი მონაწილეობისთვის რეპრესიებში და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში, მათ შორის პოლიციის ოფიცრებისთვის, პროკურორებისთვისა და მოსამართლეებისთვის, ისევე როგორც პროპაგანდისტებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირებისთვის და მეწარმეებისთვის, რომლებიც ეხმარებიან მმართველ პარტიას სახელმწიფოს მიტაცებაში;

[ჩეხეთის მთავრობამ} გააფართოოს სანქციები პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მფლობელებსა და წარმომადგენლებზე, და პროპაგანდისტული ონლაინ კონტენტის შემქმნელებზე”, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ