საქართველოს სავაჭრო პალატის მენეჯმენტი უზბეკეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს სავაჭრო პალატის მენეჯმენტი უზბეკეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ორი ქვეყნის ბიზნესების დაახლოების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრა საქართველოში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრისას გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნეს ფორუმი ჩატარდება. წელსვე, თბილისში უზბეკური პროდუქციის გამოფენა გაიმართება.

საქართველოს სავაჭრო პალატამ, უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, უზრუნველყო ქართულ ბიზნესთან საქმიანი შეხვედრები, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ უზბეკეთის ეკონომიკური ბლოკის სხვადასხვა სამინისტროს, უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს