დონალდ ტრამპი კითხვაზე, რა არის მისი ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე - ვფიქრობ, ეს მოხდება - გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ „გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება".

კერძოდ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, თუ რა არის მისი ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე.

“ვფიქრობ, ეს მოხდება. აქამდე ბევრი ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა ვზივარ ადამიანთან [მარკ რუტესთან]... იცი, მარკ, ეს გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის…

რეალურად გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იცით, რამდენიმე ბაზა უკვე გვაქვს გრენლანდიაზე და გარკვეული რაოდენობის ჯარისკაცები გვყავს”, - განაცხადა ტრამპმა.

როგორც "სიენენი" წერს, ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, რომელიც ტრამპთან ერთად იმყოფებოდა, პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია ტრამპის ამ განცხადებაზე და თქვა, რომ მას არ სურს "ნატოს ჩათრევა" ამ საკითხში. თუმცა, მან აღნიშნა არქტიკის უსაფრთხოების მნიშვნელობა.

”ჩვენ ვიცით, რომ იქ ყველაფერი იცვლება და ჩვენ იქ უნდა ვიყოთ", - განაცხადა რუტემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს