ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, მანიპულაციური სიტყვები მოვისმინეთ - ის ფაქტობრივად უარს ამზადებს, ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ომის გაგრძელება სურს

პუტინი ფაქტობრივად უარს ამზადებს, მას, რა თქმა უნდა, ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებას "მანიპულაციური" უწოდა.

“ახლა ჩვენ ყველამ რუსეთიდან პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები მოვისმინეთ ფრონტზე სიჩუმის იდეაზე საპასუხოდ - ის ფაქტობრივად უარს ამზადებს ამ მომენტის მდგომარეობით. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პრეზიდენტი ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ომის გაგრძელება სურს, უკრაინელების მოკვლა სურს.

და ამიტომ ისინი იქ, მოსკოვში, სიჩუმის იდეას ისეთ წინაპირობებს უწყობენ, რათა საერთოდ არაფერი არ გამოვიდეს ან რაც შეიძლება დიდხანს არ გამოვიდეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პუტინი ამას ხშირად აკეთებს - “პირდაპირ არ ამბობს “არა”, მაგრამ ისე აკეთებს, რომ პრაქტიკულად ყველაფერს აჭიანურებს და შეუძლებელს ხდის ნორმალურ გამოსავლებს.”

მისი თქმით, ეს ყველაფერი მორიგი რუსული მანიპულაციებია.

“ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს ართულებენ. ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს გაწელავს, ერთადერთი, ვინც არაკონსტრუქციული იქნება, - ეს რუსეთია. მათ ომის სჭირდებათ. პუტინმა მშვიდობის წლები მოიპარა და ამ ომს აგრძელებს - დღიდან დღემდე. ახლა მასზე ზეწოლაა საჭირო. საჭიროა სანქციების შემოღება, რომლებიც დაგვეხმარება. მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რომ რუსეთს ომის დასრულება ვაიძულოთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია