გია ვოლსკი - იარაღით და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ვნახეთ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა - ჩვენ უნდა დავიცვათ მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან

იარაღით და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ჩვენ ვნახეთ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა - ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კანონი განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნარკოტიკებს ყიდის.

„ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება განეკუთვნება იმ ერთ-ერთ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების თემასთან. რეალურად შეიქმნა საშიშროება, რომ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანამ და გავრცელებამ მიიღოს ისეთი ხასიათი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მომავალი თაობის შესაძლებლობას, იყოს კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე, იყოს დაცული გარკვეული გამოწვებისაგან, თუნდაც, ჩემი აზრით, ნარკოტიკებით და შესაძლოა, იარაღით დივერსიის შესაძლებლობისაგან. იარაღით და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ჩვენ ვნახეთ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა, რომელთა დიდი ნაწილი შეეწირა ომს, მაგრამ ამ ომის შემდეგ, ვეღარ გაიუმჯობესებს მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობა დღემდე შელახულია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან და განსაკუთრებით მკაცრები ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც შემოაქვს და ვინც პირადი გამორჩენის მიზნით ყიდის და ავრცელებს ნარკოტიკს და არა მარტო პირადი გამორჩენის მიზნით, შესაძლოა, გარკვეული მიზნითაც, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების და სტაბილურობის რყევას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, " ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა