თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ - ვინც ნარკოტიკების გასაღების აღკვეთის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი

ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში! - ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მომზადებულ კანონპროექტზე კრიტიკა „დავალებული აქვთ“.

„ოპოზიციის წარმომადგენლებს დავალებული აქვთ, რაც არ უნდა კარგი მოხდეს საქართველოში, მაინც უარყოფითი კუთხით შეხედონ. მათ არ გააჩნიათ ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლის არანაირი სურვილი. ისინი გლობალური [ძალების] დავალებების შესრულებით არიან შეპყრობილი. როგორ შეიძლება ერთად არ დადგეს მთელი ქვეყანა, როცა ნარკოტიკების გასაღებასთან გვაქვს საქმე? გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში. ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი. ამიტომ ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ.

რაც შეეხება მომხმარებლებს - მათთან ისეთი არაფერი იცვლება, მათთან ურთიერთობაში წესრიგდება. ისინი გარკვეულ უფლებებში შეზღუდული იქნებიან. ვინმე არის წინააღმდეგი, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი სკოლაში არ მივიდეს?! ვინმე არის წინააღმდეგი იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ნარკოტიკების მომხმარებელი არ მართავდეს? ვინც ამის წინააღმდეგია, ის საქართველოს წინააღმდეგია,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, " ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე