თაზო დათუნაშვილი - ნარკოპანდემიის მიმართულებით ყველაზე დიდი გამოწვევა კორუმპირებული ძალოვანი სტრუქტურაა, ის „შავი ბაზრის“  მომმარაგებელია და მთავარი წერტილი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ

ნარკოპანდემიის მიმართულებით ქვეყანაში დღეს მთავარი გამოწვევა კორუმპირებული ძალოვანი სტრუქტურაა. ის მთავარი მომმარაგებელია „შავი ბაზრის“ , სადაც ნარკოტიკები იყიდება. მთავარი წერტილი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, ეს არის კორუფციაში დამხრჩვალი ძალოვანი სისტემა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენება ამაზრზენია.

„უნდა ვებრძოლოთ და შეუპოვრები ვიყოთ ნარკორეალიზატორებთან, ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ, საღი თვალით და არა პოლიტიკური მიზნებით იმიტომ, რომ ის ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ამ ადამიანების მეორეხარისხოვან მოქალაქეებად და პროპაგანდის ინსტრუმენტებად გამოყენება უბრალოდ არ შეიძლება. ეს საკითხი ეხება ადამიანების სიცოცხლეს,ოჯახების ბედნიერებას, ამ ქვეყნის სიჯანსაღეს და სტაბილურობას. ერთხელ და სამუდამოდ, სწორად უნდა განვსაზღვროთ ის დოზები, რაც ექვემდებარება რეალიზაციის მუხლს, ის დოზები, რაც მომხმარებლებს შეიძლება თან ჰქონდეთ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომხმარებლების დასჯა მოხმარებისთვის. დედამიწის არცერთ წერტილში, ისტორიის არცერთ მომენტში მომხმარებლის მიმართ სადამსჯელო პოლიტიკა წარმატებული არ ყოფილა და არ მოუტანია ის შედეგი, რაც გვინდა - ადამიანების რესოციალიზაცია და ამ ჯოჯოხეთიდან ამოთრევა. ამიტომ, ამ კანონმდებლობის ახლაც პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენება, მოახდინონ იმ ადამიანების რეპრესიები, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური აზრით არიან და ამ ფორმით გააშავონ, ამაზრზენია და მიმართულია ადამიანების და საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, " ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია