თინა ბოკუჩავა - მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს მფარველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებენ - ეს და სხვა სახის კრიმინალი შეზრდილია ბიძინა ივანიშვილის კლანურ-მაფიოზურ მმართველობასთან

მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს მფარველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებენ და, რა თქმა უნდა, ეს და სხვა სახის კრიმინალი შეზრდილია ბიძინა ივანიშვილის კლანურ-მაფიოზურ მმართველობასთან, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს.

თინა ბოკუჩავას შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ თემის წინა პლანზე წამოწევა ცინიზმია.

„საქართველოში ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ნამდვილად პრობლემაა, რომელიც უამრავ ადამიანსა და ოჯახს აწუხებს. თუმცა სრული სიყალბეა ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ მხრიდან ამ თემის წინ წამოწევა, რადგან კარგად გვესმის, რომ მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს მფარველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებენ და რა თქმა უნდა, ეს და სხვა სახის კრიმინალი შეზრდილია ბიძინა ივანიშვილის კლანურ-მაფიოზურ მმართველობასთან. ამ ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის წამოწევა ისეთივე ცინიზმია, როგორც, მაგალითად ამ ხელისუფლებამ დეოკუპაციაზე დაიწყოს საუბარი, მაშინ როდესაც ისინი ოკუპანტ სახელმწიფოსთან სრულ კოლაბორაციაში არიან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, " ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს