ბოლო 4 წელიწადში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 11 მშობიარის გარდაცვალების ფაქტი განიხილა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 6 ექიმს შეუჩერა

ბოლო 4 წელიწადში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 11 მშობიარის გარდაცვალების ფაქტი განიხილა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 6 ექიმს შეუჩერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

„2021-2024 წლებში პროფესიული განვითარების საბჭომ, მშობიარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განიხილა 11 საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით, 1 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - ,,მეანობა-გინეკოლოგია“, 1 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებს, 2021-2024 წლებში რეგულირების სააგენტოს მიერ, სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების შედეგად, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენის გამო, შედგა 123 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ჯამში, საჯარიმო თანხამ შეადგინა - 127 000 ლარი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა