გიორგი ვაშაძე - ხალხს უნდა, რომ ერთად დაგვინახოს და უნდა, რომ ერთად დაგვინახოს ყოველდღე, არა 10 დღეში ერთხელ, არამედ დიდი ერთობა უნდა

ხალხს უნდა, რომ ერთად დაგვინახოს და უნდა, რომ ერთად დაგვინახოს ყოველდღე. არა 10 დღეში ერთხელ, არამედ დიდი ერთობა უნდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა არის ჩიხში.

„შეხვედრა კარგია. დღეს ქვეყანა არის უკიდურეს ჩიხში. „ქართული ოცნება“ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ არის იზოლაციაში. ვფიქრობ, რომ ცოტა მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით, ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ მოკლე ვადაში მივიყვანოთ ეს პროცესი გამარჯვებამდე. ჩემთვის ეს არის საყოველთაო ერთიანობა, ერთიანი შტაბი, მოქმედების ერთიანი განრიგი. ხალხს უნდა, რომ ერთად დაგვინახოს და უნდა, რომ ერთად დაგვინახოს ყოველდღე. არა 10 დღეში ერთხელ, არამედ დიდი ერთობა უნდა. გუშინაც რუსთაველზე ვიყავი, გუშინ წინაც, საზოგადოებას, როდესაც ვესაუბრები, ყველას ეს უნდა“,- აღნიშნა ვაშაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ