დონალდ ტრამპი - ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედროა ალყაშემორტყმული რუსეთის სამხედროების მიერ,  ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს

ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედროა ალყაშემორტყმული რუსეთის სამხედროების მიერ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვა, რომ ისინი დაინდოს.

„ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ. ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს - მაგრამ, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ, და ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში არიან. მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომიდან არ ყოფილა“, - წერს ტრამპი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა