გიორგი ბუტიკაშვილი - საინტერესო იყო აშშ-ის ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა ბოჭორიშვილთან - გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა, მოლაპარაკებაზე როცა მიდიხარ, მსგავსი სახელდებები მისაღებია

ძალიან საინტერესოა ის, რომ არ არის ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული ამ ტექსტში, რაც დიპლომატიურ ტექსტს ყოველთვის მოჰყვება - ურთიერთპატივისცემას აფიქსირებს ორივე მხარე, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ელჩის რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ.

ბუტიკაშვილის თქმით, ის მოთხოვნები, რომელიც დანიგანმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო, „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი გასაკეთებელი არ იქნება.

„რა ტონითაც არის დაწერილი ეს ტექსტი, არის საკმაოდ მკაცრი, არადიპლომატიურად, პირდაპირ არის მოთხოვნები წაყენებული და ცხადია, ეს მოთხოვნები არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან ჩვენ მანამდე პერიოდში რასაც ვხედავდით კონგრესმენების განცხადებებს, წითელი ხაზები არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ გაფორმებული. იგივე არის ირანთან ურთიერთობები. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაწერეს კონგრესმენებმა, მათ შორის, უილსონმაც, ირანული კავშირები - ბიზნესი, როგორ იზრდება საქართველოს ურთიერთობა ირანთან, ასევე ჩინეთთან და ანაკლიის პორტი, რომელიც ასევე არის ტრამპის ადმინისტრაციის წითელი ხაზები, შესაბამისად, საელჩოს განცხადებაც თითქოს ამას ამბობს, ანუ სხვა პირობა, ამერიკის სტრატეგიული კუთხიდან რომ შევაფასოთ, სხვა არაფერი იქნებოდა გარდა ამ ურთიერთობებისა.

ასევე, ძალიან საინტერესოა ის, რომ არ არის ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული ამ ტექსტში, რაც დიპლომატიურ ტექსტს ყოველთვის მოჰყვება - ურთიერთპატივისცემას აფიქსირებს ორივე მხარე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექსტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც რეალურად დაწერა ამერიკის საელჩომ.

ძალიან საინტერესო იყო ასევე ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა მაკა ბოჭორიშვილთან. გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა, მოლაპარაკებაზე როდესაც მიდიხარ და ეს ჰგავდა მოლაპარაკებით შეხვედრას, იქ მსგავსი სახელდებები მიღებული და მისაღებია“, - აღნიშნა ბუტიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელჩმა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, "რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება".

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში