თინა ბოკუჩავა - ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ 31 მარტი გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად - თუ გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას

31 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს, როგორც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თარიღად უნდა ვაქციოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ 31 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, 31 მარტი უნდა გახდეს ბოლო ვადა ერთიანობის შესახებ დისკუსიის.

როგორც ბოკუჩავა ამბობს, იმ შემთხვევაში თუ გაერთიანება არ შედგა, უნდა დასახელდეს კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გაერთიანებას.

„პრეზიდენტთან შეხვედრაზე 31 მარტის საპროტესტო აქცია განვიხილეთ. მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს, როგორც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თარიღად უნდა ვაქციოთ. ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს დღე გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად, თუმცა ეს არ არის დამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არც ცალკე პარტიაზე, არც პრეზიდენტზეც, არამედ ეს დამოკიდებულია მთელ პოლიტიკურ სპექტრზე. „ნაციონალურ მოძრაობა“ მომხრე იყო ერთიანი ფრონტის, მათ შორის, არჩევნებამდეც. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი, მოკლე და უტყუარი გზა გამარჯვებამდე. თუ ამას სხვა პოლიტიკური ძალები ვერ აცნობიერებენ, იძულებითი ფორმით ვერავინ ვერავის აიძულებს გაერთიანებას.

31 მარტის თარიღი უნდა გახდეს ბოლო ვადა ამ დისკუსიის. მიზანშეწონილი არ არის ის, რომ ამას ყოველთვის ახლდეს იმედგაცრუება, რომ ოპოზიციამ კვლავ ვერ შეძლო გაერთიანება და ა.შ. თუ ეს გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას.

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები გვაქვს, ყველაზე ფუნდამენტური პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, კერძოდ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის არ შეწყალების საკითხი. საზოგადოების კონსოლიდაციისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა და პარტიული ხაზებისა და წარსულის დავიწყება იქნებოდა სწორი ნაბიჯი. პოლიტიკური პატიმარი არ შეიძლება განისაზღვროს ვინმეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მან ისაუბრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი გაყიდვის მიზეზებზე. ბოკუჩავას თქმით, გაყიდვის მიზეზი იყო - ოფისი გადმოეტანათ ქალაქის ცენტრში, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს პროტესტი და ასევე უკავშირებს ფინანსურ საკითხს.

„ჩავთვალეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალურ მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, ქალაქის ცენტრში იყოს წარმოდგენილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გავაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას, მათ შორის რეგიონებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ძლიერი ორგანიზაციები. თბილისში, ბრძოლა გადის რუსთაველის გამზირზე, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ვყოფილიყავით ეპიცენტრთან უფრო ახლოს.

რა თქმა უნდა, ფინანსური გადაწყვეტილებაც არის. იმისთვის, რომ ეფექტურად მივიღოთ მონაწილეობა საპროტესტო აქტივობებში. ამიტომ, სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა ჩვენი ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა