საქართველოს ვაჟთა ნაკრები ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, რუმინეთის ეფორი-ნორდში 15 მარტიდან სტარტს ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური პირველობა აიღებს, რომელშიც 40 ქვეყნის 377 მოჭადრაკე იასპარეზებს.

მათივე ცნობით, კონტინენტის ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის, ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ევროპულ ჭადრაკში და მასში უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად ჩატარდება და I-XXII ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ.

„ევროპის ჩემპიონატი თითოეული მოჭადრაკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან აქ არა მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის, არამედ მსოფლიო თასის საგზურებისთვისაც იბრძვიან. ჩვენი მოჭადრაკეები ხშირად გვასახელებენ საერთაშორისო ასპარეზზე და იმედია ამჯერადაც ღირსეულად იასპარეზებენ",- განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა.

ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ღირსებას ტურნირზე ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე, თორნიკე სანიკიძე, ლუკა პაიჭაძე და ნოე თუთისანი დაიცავენ.

„თამაშები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

პირველი ტური – 15 მარტი

დასვენების დღე – 21 მარტი

დასკვნითი, მე-11 ტური – 26 მარტი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს სპორტის სამინისტროა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება