ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან

კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„ცალკე შენიშვნა კურსკის ოლქთან დაკავშირებით: ჩვენი ჯარების ოპერაცია კურსკის ოლქის განსაზღვრულ ადგილებში გრძელდება. დანაყოფები მათთვის დაკისრებულ ამოცანებს მოთხოვნების სრული დაცვით ასრულებენ. კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წყალობით, რუსული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა მიმართულებებიდან გაიყვანეს. ჩვენი ჯარები რუსული და ჩრდილოეთ კორეის დაჯგუფებების შეკავებას აგრძელებენ. ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისივე თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიციების დაცვა გრძელდება და პოკროვსკის მიმართულებით ვითარება დასტაბილურდა.

„ჩვენ ასევე ვაკვირდებით მიმართულებებს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, სადაც რუსული არმია ძალების რაოდენობას ზრდის. ეს ჩვენს სუმის ოლქზე თავდასხმის განზრახვაზე მიუთითებს. ჩვენ ამის შესახებ ვიცით და ამას ვუპასუხებთ. მინდა, ყველა პარტნიორმა ზუსტად გაიგოს, რას გეგმავს პუტინი, რისთვის ემზადება და რას უგულებელყოფს. სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვი დიპლომატიის იგნორირების გაგრძელებას აპირებს. აშკარაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი რუსი სამხედროების მიერ ალყაში იყო მოქცეული და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მათი დანდობა სთხოვა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა