კირ სტარმერი - შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს

შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება უკრაინის ხანგრძლივი უსაფრთხოების მიმართ და შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს. შევთანხმდით, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა და პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თანაბარი პირობებით ხელი მოაწეროს. პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ კრემლის მერყეობა და დროის გაჭიანურება, რუსეთის მხრიდან ბარბაროსული შეტევები, მშვიდობის შესახებ პრეზიდენტ პუტინის გაცხადებულ სურვილს სრულიად ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

კირ სტარმერის ცნობით, ხუთშაბათს კოალიციის სამხედრო მეთაურები ლონდონში შეიკრიბებიან და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების მხარდასაჭერად პრაქტიკულ გეგმებს განიხილავენ.

„ჩვენ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებსა და შეიარაღებულ ძალებს გავაძლიერებთ და მზად ვიქნებით სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში „მსურველთა კოალიციის“ სამშვიდობოები განვათავსოთ, რათა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში უკრაინის დაცვა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს