ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის

პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტყუის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე ვისაუბრე და აღვნიშნე, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე სვლა უპირობოდ უნდა დაიწყოს. თუ რუსეთს ეს არ სურს, მაშინ ძლიერი ზეწოლა მანამდე უნდა განხორციელდეს, სანამ ამას არ მოისურვებს. მოსკოვს მხოლოდ ერთი ენა ესმის. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ ვინ გააჭიანურებდა მშვიდობის მიღწევას და ახლა ამას ნათლად ვხედავთ. ცეცხლის შეწყვეტა შეიძლებოდა უკვე მომხდარიყო, მაგრამ რუსეთი ამისთვის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო და ასევე, პარტნიორებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პოზიციები მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ.

„პუტინი ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ყველას ატყუებს, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, სადაც ჩვენი ძალები ოპერაციას აგრძელებენ. პუტინი ასევე ტყუის იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტა თითქოსდა ძალიან რთულია. რეალურად, ყველაფრის კონტროლი შეიძლება და ეს ჩვენ ამერიკელებთან განვიხილეთ. სიმართლე ისაა, რომ პუტინმა ომი ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თითქმის ერთი კვირაა გააჭიანურა და ამას გააგრძელებს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა