საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - წალენჯიხაში ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია - 10-მდე ლოკაციაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაჩენილის ხანძარს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ამ წუთებშიც აქრობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი, დაახლოებით, 10-მდე ლოკაციაზე გაჩნდა, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, გაჩენილი ხანძრის შედეგად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ბელქანიამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

მისივე ინფორმაციით, ხანძარი 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩენილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება