ემანუელ მაკრონი - რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა

რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა. ის არ პასუხობს შეერთებული შტატებისა და უკრაინის წინადადებებს. საბრძოლო ქმედებებს აძლიერებს. პრეზიდენტ პუტინს ყველაფრის მოპოვება სურს და მერე მოლაპარაკებების წარმოება.

ჩვენი ძალის მეშვეობით მშვიდობის სტრატეგია ახლა საფრთხის ქვეშაა. მშვიდობა თუ გვსურს, რუსეთმა მკაფიოდ უნდა გვიპასუხოს და ზეწოლა ცხადი უნდა იყოს, შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის “პრეზიდენტ ტრამპთან მშვიდობის ინიციატივის აღების სიმამაცისთვის” და “ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებისთვის”.

„მყარი მშვიდობისთვის უკრაინას წინააღმდეგობის გაწევაში უნდა დავეხმაროთ, რათა ხვალ ჰყავდეს ძლიერი არმია, რომელიც ქვეყანას დაიცავს და მზად უნდა ვიყოთ ამ მშვიდობის გარანტია უზრუნველვყოთ”,-განაცხადა მაკრონმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა