პაატა მანჯგალაძე - ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება - გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება

კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება - გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანობის მხარდამჭერებად ვრჩებით. კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება. გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება. ერთ მხარეს არიან „ქოცები“ და მეორე მხარეს საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ასეთ ერთიანობას ვუჭერთ მხარს, თუმცა რა თქმა უნდა, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარია, როგორ მიაღწიონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

„ხშირად არის საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე. „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარი ის კი არ არის არჩევნებზე რას გავაკეთებთ, არამედ მთავარია როგორ ვაღწევთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. სამი ძირითადი კომპონენტი არსებობს და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ:

ერთი - პროტესტი არ უნდა შეწყდეს და პირიქით, 31 მარტიდან მასშტაბები და ფორმები უნდა გაიზარდოს; მეორე საკითხი - საერთაშორისო სანქციები გახდეს უფრო მასშტაბური და უფრო მეტ ადამიანს შეეხოს, ვინც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს. მესამე - დისკომფორტი უნდა შეექმნას რეჟიმის მოძალადეებს. ქვეყნის შიგნითაც იზოლაცია, რომ საბოლოო ჯამში ამ სამმა კომპონენტმა მოიტანოს ის, რომ რეჟიმს ხალხთან კომპრომისი მოუწიოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი „მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა“.

მისი თქმით, ამზადებს „ძლიერ კოორდინაციას”, რომელიც უძლებს ყველაფერს, ხოლო „ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი“.

„მე ვამზადებ, და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა