ლევან ხაბეიშვილი - „ნარკობარიგა“ და „მინი ესკობარი“ არის ბიძინა ივანიშვილი

ქვეყანაში მთავარი „ბარიგა“ არის ბიძინა ივანიშვილი. ნარკოტიკების მთავარი შემომტანები არიან გრიგოლ ლილუაშვილი, გომელაური და ძალოვანი უწყებები, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ნარკოპოლიტიკა უკვე „ანეკდოტია“, რადგან საქართველოში „ნარკობარიგა“ და „ესკობარი“ ბიძინა ივანიშვილია.

„ნარკოტიკებზე მთავარი ხელის დამფარებელიც რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები არიან. „ნარკობარიგა“, „მინი ესკობარი“ არის ბიძინა ივანიშვილი, მეტსაც გეტყვით, არქივი გაქვთ „რუსთავი 2“-ს უმდიდრესი და ამოიღეთ. ექსპორტზე უნდა გაეტანა ნარკოტიკული ნივთიერებები, ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ სამთავრობო ტელეკომპანიასთან ინტერვიუს დროს. ეს კადრები არსად დაკარგულა. ეს კაცი ღიად საუბრობდა ამის თაობაზე და ამბობდა, უნდა გავყიდოთ ნარკოტიკები ქვეყნის გარეთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენ მილიარდებს ვიშოვით ამითო. ამიტომ, მთავარი „ბარიგა“ დღეს მდინარაძის პირით რომ ლაპარაკობს, ვითომ რაღაცას გაამკაცრებს, ეს უკვე სასაცილოც არ არის, ანეკდოტია. თქვენს საცხოვრებელ უბანში რომ გახვალთ, ნახავთ თქვენი მეგობრების და მეზობლების ტრაგიკულ სურათს, იმ ახალგაზრდების, რომლებიც ნარკოდამოკიდებული გახადეს. დღესვე შეგიძლიათ ნახოთ, როგორ შეიძლება ამ წამლის ყიდვა. გჯერათ, რომ ეს არ იცის უშიშროებამ, პოლიციამ? პირიქით, ხელს უწყობენ და მთელი სქემა აქვთ აწყობილი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს