თეთრი სახლი „ამერიკის ხმაზე“ - დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები აღარ გადაიხდიან რადიკალური პროპაგანდის გამო

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები აღარ გადაიხდიან რადიკალური პროპაგანდის გამო, - ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც „ამერიკის ხმის“ წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე, მათ შორის მიკერძოებულობაზეა საუბარი.

„"ამერიკის ხმის" ხელმძღვანელობამ უთხრა თანამშრომლებს, არ უწოდონ „ჰამასს“ და მის წევრებს ტერორისტები, გარდა განცხადებების ციტირებისა“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

ამასთან, განცხადებაში ციტირებულია გამოცემა Daily Caller-ის ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ "ამერიკის ხმის“ მრავალმა რეპორტიორმა გამოაქვეყნა ტრამპის საწინააღმდეგო კონტენტი სოციალურ მედიაში.

თეთრი სახლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს „ამერიკის ხმამ“ დაწერა, რომ „ბრალდებებმა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ითამაშა როლი ტრამპის სასარგებლოდ სკანდალის გამყარებაში, შეიძლება შეარყიოს ელექტრონული ფოსტის სანდოობა“, შეამცირა რა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ისტორიის მართებულობას.

ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 2020 წლის ივლისში „ამერიკის ხმა“ გააკრიტიკეს „სიუჟეტისა და ვიდეოს გაზიარებისთვის, რომელიც ზედმეტად ხელსაყრელი ჩანდა „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატ ჯო ბაიდენისთვის“.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ “ამერიკის ხმის” სრულ განაკვეთზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებიდან ელექტრონულ წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებიან.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა