თინა ბოკუჩავა - 31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, რადგან თუ ერთობა მართლაც ეფემერული, არარეალისტური და უტოპიურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი - ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება ის, რომ მან პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება არ მიიღო - ამ ფაქტს ისტორია შეაფასებს, როგორც ერთი მედასავლეთე პრეზიდენტი, რომელმაც მეორე მედასავლეთე პრეზიდენტი არ შეიწყალა და მისი ხელით დატოვა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვეობაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იქნებოდა.

„გასაგებია, რომ მისი შეწყალება არ გამოიწვევდა სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა ამ მნიშვნელოვან ცივილიზაციურ ბრძოლაში, სადაც სინამდვილეში ერთ მხარეს თავისუფალი, მედასავლეთე, პროევროპული საქართველოა და მეორე მხარეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ძალიან მნიშვნელოვანია მორალური პოლიტიკური სიცხადე და ამ თვალსაზრისით ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც ბოკუჩავამ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო მისი მხარდამჭერების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ ყველა ფორმატში, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას ემსახურება.

თინა ბოკუჩავას თქმით, 31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განისაზღვროს, რადგან თუ ერთობა მართლაც ეფემერული და უტოპიურია, მაშინ უნდა დასრულდეს "ყალბი საუბარი" - ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკიდურეს უსამართლობად მიგვაჩნია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მესამე პრეზიდენტის არშეწყალების გადაწყვეტილება, თავად პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნა იყო მისი მხარდამჭერების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომ ჩვენ ყველა ფორმატში, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას ემსახურება, მონაწილეობა მიგვეღო. თუმცა აქაც გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, იმედი მაქვს, რომ 31 მარტი იქნება ამის შესაძლებლობა და ეს ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, რადგან თუ ეს ერთობა მართლაც ეფემერული, არარეალისტური და უტოპიურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი აღნიშნულზე და ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თვალსაზრისით უწყობს ხელს გაერთიანებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა გამარჯვებისთვის, თუმცა ეს არის დემოკრატია, სადაც ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, თავად განსაზღვროს თავისი "მოდუს ოპერანდი" და ვერავის დავაძალებთ, დიდ საერთო პოზიციურ ფრონტში გაერთიანდეს, სადაც მზად ვიქნებოდით ყველასთან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაციისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა