„ამერიკის ხმის“ დირექტორი - ისტორიული „ამერიკის ხმა“ 83 წლის განმავლობაში პირველად ჩუმდება

ძალიან ვწუხვარ, რომ ისტორიული „ამერიკის ხმა“ 83 წლის განმავლობაში პირველად ჩუმდება, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ დირექტორი, მაიკლ აბრამოვიჩი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილით გავიგე, რომ „ამერიკის ხმის“ პრაქტიკულად მთელი პერსონალი - 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი, მათ შორის მეც, დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გადაიყვანეს“, - წერს აბრამოვიჩი.

მისი განმარტებით, „ამერიკის ხმას“ სჭირდება გააზრებული რეფორმა და ამ კუთხით წინსვლა აქვს.

„მაგრამ დღევანდელი ქმედება ხელს შეუშლის „ამერიკის ხმას“ სასიცოცხლო მისიის შესრულებაში. ეს მისია განსაკუთრებით კრიტიკულია დღეს, როდესაც ამერიკის მოწინააღმდეგეები, როგორიცაა ირანი, ჩინეთი და რუსეთი, მილიარდობით დოლარს დებენ შეერთებული შტატების დისკრედიტაციისთვის ცრუ ნარატივების შესაქმნელად“, - წერს „ამერიკის ხმის“ დირექტორი.

აბრამოვიჩი განმარტავს, რომ „ამერიკის ხმა“ ხელს უწყობს თავისუფლებას და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში ობიექტური და დაბალანსებული ამბებითა და ინფორმაციის მიწოდებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ტირანიის ქვეშ ცხოვრობს.

„მაშინაც კი, თუ სააგენტო გადარჩება რაიმე ფორმით, ადმინისტრაციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედებები სერიოზულად დააზარალებს „ამერიკის ხმის“ შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო და თავისუფალი სამყაროს ზრდას, ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ვერ დაიცავს აშშ-ის ინტერესებს. 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატებისთვის ფასდაუდებელი აქტივია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომუნიზმის, ფაშიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში და მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. დღეს „ამერიკის ხმა“ ხელმისაწვდომია 360 მილიონზე მეტი ადამიანისთვის ყოველკვირეულად, 48 ენაზე. ბევრ დიქტატურულ ქვეყანაში „ამერიკის ხმა“ ხშირად ახალი ამბებისა და ინფორმაციის ერთადერთი სანდო წყაროა“, - წერს აბრამოვიჩი.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს