„ძლიერი საქართველო“ - სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შედეგად, პოლიცია ვერ ასრულებს უპირველეს ფუნქციას და საზოგადოებრივ წესრიგს ვეღარ იცავს - პოლიციის უმოქმედობის და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო კრიმინალი წახალისებულია

სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შედეგად, პოლიცია ვერ ასრულებს უპირველეს ფუნქციას და საზოგადოებრივ წესრიგს ვეღარ იცავს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ძლიერი საქართველო“ ავრცელებს და ეხმაურება თბილისში 21 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეს.

„ძლიერი საქართველო“ აღნიშნავს, რომ 21 წლის წარმატებული სპორტსმენის სასტიკი მკვლელობა ტრაგედიაა, რადგან „ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ადამიანის სიცოცხლე აღარ არის დაცული“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციის „უმოქმედობის და დამნაშავეთა დაუსჯელობის“ გამო „კრიმინალი წახალისებულია“.

კოალიცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ახლობლებს.

„ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინოგენური ვითარებისა და ჩამოშლილი სამართალდამცავი სისტემის ფონზე არსებულ უკონტროლობას და განუკითხაობას კიდევ ერთი ახალგაზრდა თანამოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

21 წლის წარმატებული სპორტსმენის სასტიკი მკვლელობა თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, რადგან ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ადამიანის სიცოცხლე აღარ არის დაცული.

სამართალდამცავი სტრუქტურები შეზრდილია დანაშაულებრივ სამყაროსთან და უმეტეს შემთხვევაში თავად ჩადის დანაშაულს, პოლიციის უმოქმედობის და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო წახალისებულია კრიმინალი.

ასევე, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შედეგად, პოლიცია ვერ ასრულებს მის უპირველეს ფუნქციას და საზოგადოებრივ წესრიგს ვეღარ იცავს. ამის ნაცვლად, დღეს ის ჯარიმების დასარიგებლად, კარდაკარ სიარულით არის დაკავებული.

სწორედ ამ მანკიერი სისტემის შესაცვლელად, ევროინტეგრაციის კურსის გასაგრძელებლად და ქვეყანაში კონსტიტუციური სამართლიანობის აღსადგენად იბრძოდა გიორგი ახალაიას მამა, კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ხობის რაიონული ორგანიზაციის აქტიური წევრი ნუგზარ ახალაია.

კოალიციის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ ნუგზარ ახალაიას ოჯახს და ახლობლებს”, - ნათქვამია “ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს