არჩილ გორდულაძის ინფორმაციით, ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით მეტი დეტალი დღეს დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის ინფორმაციით, ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით მეტი დეტალი დღეს დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა.

„ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, მსჯელობა და კონსულტაციები, მათ შორის დარგის ექსპერტების ჩართულობით, რომლის მიზანიცაა, რომ საბოლოო ჯამში, შევიმუშაოთ მკურნალობის ფორმები, განსხვავებული და კარგი მექანიზმები. ამასთან, იძულებით მკურნალობის საკითხზეც გვაქვს მსჯელობა, აქტიური კომუნიკაცია, რომელთან დაკავშირებითაც დღეს უმრავლესობის სხდომაზე მოხდება საკითხის განხილვა, საკითხის შეჯერება. საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოება გაიგებს კიდევ უფრო მეტ დეტალს თუ რა იგულისხმება მკურნალობის ფორმების დახვეწასა და მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს