ადვოკატის ინფორმაციით, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილი გლდანის საპატიმროდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს - რუსთავშია გადაყვანილი საბა მეფარიშვილიც

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა, დავით გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავში ასევე გადაიყვანეს საბა მეფარიშვილი, თუმცა უცნობია, რუსთავის რომელ პენიტენციურ დაწესებულებაშია ის მოთავსებული.

„სამწუხაროდ, დღეს გადაიყვანეს. არ ვიცით მისი მდგომარეობა, რა მოხდა, რა საფუძვლით გადაიყვანეს. სხვა პატიმრები დატოვეს, მხოლოდ ომარი რატომ გადაიყვანეს? საბაც გადაყვანილია რუსთავში, არ გვაქვს ჯერ ინფორმაცია ისიც მე-12-ე დაწესებულებაში არის თუ არა. მიზეზი არის ის, რომ ჯავახიშვილი და ოკრიბელაშვილი ერთმანეთს გაესაუბრნენ. შესაძლოა, პენიტენციურს შიში აქვს რომ სხვა პატიმრებმაც, ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ერთმანეთთან არ დაიწყონ მოლაპარაკება, ინფორმაცია არ გაცვალონ და ასე შემდეგ. ეს იქნება სავარაუდო მიზეზი. გადაყვანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, პოლიტიკური სარჩული დაედო რომ განაცალკეონ ეს ადამიანები, სხვა პატიმრებზეც გავრცელდება ეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება