კახა კალაძე - სააკაშვილს ერთგვარი გარანტია ჰქონდა, რომ ის აუცილებლად იქნებოდა გათავისუფლებული თუ დაიჭერდნენ - გვახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდა უსირცხვილო, უნამუსო ზოგიერთი ევროპარლამენტარი და მაღალი თანამდებობის პირი დასავლეთიდან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სასამართლომ შესაბამისი განაჩენი გამოიტანა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს მოუწევს მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩაიდინა.

„საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა. იცით, რომ ის არაჟნებთან ერთად შემოაპარეს. ეს ცხადია იყო საზღვრის უკანონო კვეთა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მიმდინარეობდა გამოძიება და სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი მის დანაშაულებთან დაკავშირებით. რაც აქვს მისჯილი, მოუწევს მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაიდინა.

[საზღვრის კვეთა] ცხადია, მიხეილ სააკაშვილის მოფიქრებული ნამდვილად არ არის და ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა. მას ერთგვარი გარანტია ჰქონდა, რომ ის აუცილებლად იქნებოდა გათავისუფლებული თუ დაიჭერდნენ. შემთხვევითი კი არაა ის ბინძური პიარკამპანია, რაც მიდიოდა აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ასჯერ კვდებოდა დღეში. რა განცხადებებს აკეთებდა უსირცხვილო, უნამუსო ზოგიერთი ევროპარლამენტარი და მაღალი თანამდებობის პირი დასავლეთიდან. გვახსოვს ეს ყველაფერი. ბოდიში არ მოუხდია არავის. კარგად ვიცით რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, ვინ არიან, საიდან იმართებიან. რა თქმა უნდა სააკაშვილმაც მარტომ კი არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას ეუბნებოდნენ, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, ის იქნებოდა დაცული, მთელი სპეცსამსახურები და მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ამ საქმეში ჩართულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა