ნანუკა ჟორჟოლიანი - გაგიკვირდებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვაკავოს? - ციხის არ მეშინია - რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, პატიმრების ბარათების შევსება მოხდება

ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი? , - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, დაკავებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან ფულადი გადარიცხვები ყოველთვის პირდაპირი ჩარიცხვების სახით ხდებოდა.

მისივე თქმით, ის მაინც გააგრძელებს, პატიმრების საპატიმრო ბარათების ყოველთვიურად შევსებას.

„ვინმეს რატომ გაგიკვირდებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვაკავოს? მაგრამ ეს ვიღაცისთვის პრობლემას ხომ უნდა წარმოადგენდეს?! ჩემთვის ეს ნაწილი არ წარმოადგენს პრობლემას. ძალიან მეშინია მიწისძვრის, მაგრამ ციხის - არა.

სიგიჟეა ყველა ერთი მუხლით გაგვაერთიანეს და მოგვიდგნენ უნამუსო რუსი კაცის სარჩელით. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივ ნაწილში არ მინდა შესვლა, რამდენიმე დეტალს მაინც მინდა ხაზი გავუსვა. ამბობენ - „დამნაშავეების დაფინანსება“ - ამ ნაწილში მგულისხმობენ მე, როდესაც დაკავებულ ბიჭებს ვუვსებ საპატიმრო ბარათებს. მათ მიერ კონტროლირებად სასამართლოსაც ჯერ კიდევ არ უთქვამს, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან.

ამ ფონდთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილები ვიყავით. ამიტომ, ყოველთვის ვაკეთებდით პირდაპირ ჩარიცხვებს. ისინი ხომ ხედავენ, რა ტიპის საჭიროებებს ვუფარავდით ოჯახს?! ვთქვათ, შენმა მართულმა სასამართლომ თქვა, რომ დამნაშავეა, მაგრამ ოჯახის წევრებიც უნდა დაისაჯონ და მათი დახმარებაც არ შეიძლება? ანუ, რა მიდგომაა?

როცა ამბობენ, რომ „ბალაკლავები რიგდებოდა“ - მაშინ ბალაკლავები და აირწინაღების დარიგება კანონით არ იყო აკრძალული. ის, რომ მაგალითად „წინა ხაზის ადამიანებს“ სტატუსებით ვიბარებდით რუსთაველზე, მაშინვე რატომ არ მოხდა ჩემი დაკავება? ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი?

რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, პატიმრების საპატიმრო ბარათების შევსება ყოველთვე მოხდება. ეს ზუსტად ვიცი. თუ როგორ, ამას ჭკვიან ადამიანებთან ერთად მოვიფიქრებ“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა