ბადრი ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ განწყობა ჩვენთვის არ არის სალომე ზურაბიშვილთან პარტნიორობის ბარიერი - თუ რომელიმე ძალა გამოაკლდება, მისი გადაწყვეტილებაა, ჩვენ გაერთიანების ან კოორდინაციის იდეაზე უარის თქმას არ ვაპირებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ განწყობა ზურაბიშვილის მიმართ ჩვენთვის არ არის სალომე ზურაბიშვილთან პარტნიორობის და ურთიერთობის ბარიერი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის ბარიერი და არ იქნება ბარიერი. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გადარჩენაზე, ევროპული მომავლის გადარჩენაზე, სახელმწიფოს გადარჩენაზე, ჩვენთვის ეს არის მთავარი წარმმართველი. ჩვენთვის მთავარია ჩვენი პარტიის სტრატეგიული ხაზი, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხოთ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. კრიზისის განმუხტვისთვის ერთადერთი გზაა, ახალი არჩევნები, ჩვენთვის ესაა მთავარი. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს კონსოლიდაციას საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, რაც ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოახლოებას, ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაკლდება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილ ერთობას, ამის გამო „ძლიერი საქართველო" კოორდინაციის იდეაზე უარის თქმას არ აპირებს.

„ახლა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ჩვენ მაქსიმალურად კოორდინაციაში ვიყოთ საზოგადოებასთან, სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომელსაც სურს ასეთი კოორდინაცია. თუ ესა თუ ის ძალა გამოაკლდება ამა თუ იმ ერთობას, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამის გამო ჩვენ გაერთიანების ან კოორდინაციის იდეაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. თუ ეს იქნება ამ ძალის გადაწყვეტილება, ამის გამო არ ვაპირებთ მჭიდრო კოორდინაციაზე უარის თქმას სხვა პოლიტიკურ ძალებთან ან საზოგადოებასთან. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაკლდება, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და არ იმოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია