ემანუელ მაკრონი - ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობა ნამდვილად სურს

ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე წერს.

„შაბათს უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეხვედრისა და გუშინ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამბედაობა გამოიჩინა და 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადება მიიღო. ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს. კმარა სიკვდილი. კმარა განადგურებული სიცოცხლე. კმარა ნგრევა“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მისი თქმით, „იარაღის ხმა უნდა დადუმდეს. სისასტიკე და დივერსია უნდა შეწყდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. ეს არის ყველა პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. პრეზიდენტი ტრამპი ამის ერთგულია“.

„ახლა ჩვენ ყველა პარტნიორთან ერთად ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, რათა კონკრეტული სამშვიდობო გეგმა წარმოვადგინოთ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს უზრუნველყოფს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში. სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთს ხელახლა შეტევის საშუალებას არ მისცემს“, - აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა