Reuters - ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა

ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ისრაელმა სარაკეტო დარტყმები სირიის პროვინცია დარას მახლობლად განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სარაკეტო დარტყმების „სამიზნე სირიის ძველი რეჟიმის სამეთაურო ცენტრები და სამხედრო ობიექტები იყო, სადაც იარაღი ინახებოდა“.

„სამხრეთ სირიაში ამ იარაღის არსებობა ისრაელის სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა