BBC - ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს - დაღუპულია 34 პალესტინელი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში „ჰამასის“ კუთვნილ ტერორისტულ სამიზნეებზე "ფართო საჰაერო დარტყმებს" ახორციელებენ, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

ღაზას „ჰამასის“ მიერ მართულმა სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს პრესსპიკერმა, გამოცემას განუცხადა, რომ საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე 34 პალესტინელი დაიღუპა და 70 დაშავდა.

ეს ღაზაში ავიაიერიშების ყველაზე დიდი ტალღაა მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

დროებითი ზავის პირველი ეტაპი 1-ელ მარტს დასრულდა, რის შემდეგაც მომლაპარაკებლები მისი გაგრძელების გზის პოვნას ცდილობდნენ. შეერთებულმა შტატებმა მხარეებს პირველი ეტაპის აპრილის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ღაზაში დაკავებული მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების შემდგომი გაცვლა უნდა მომხდარიყო. პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ვერ შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე წარდგენილი შეთანხმების ძირითად ასპექტებზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა