პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის ავიაიერიშებს, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების ცნობით, ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია.

Reuters-ი იუწყება, რომ თავდასხმები ბევრ ადგილას დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ქალაქ ღაზასა და დეირ ალ-ბალახში და ღაზას სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე ხან იუნისსა და რაფაჰში.

ცნობისთვის, ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები დღეს დილით დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ტერორისტულ ობიექტებს ურტყამენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა