„ჰამასის“ ლიდერი - ისრაელმა საჰაერო თავდასხმებით მძევლებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე ანკლავში დარჩენილი მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა, დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს წევრმა ეზატ ალ-რიშკმა განაცხადა.

„ნეთანიაჰუს ომში დაბრუნების გადაწყვეტილება ოკუპაციის ტყვეების მსხვერპლად შეწირვისა და მათ წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილებაა. მტერი ომისა და განადგურების გზით ვერ მიაღწევს იმას, რასაც ვერ მიაღწია მოლაპარაკებების გზით“, - აღნიშნა ეზატ ალ-რიშკმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელიდან 251 ადამიანი გაიტაცა. ღაზაში დარჩენილია, დაახლოებით, 60 მძევალი. აქედან ცოცხალი, სავარაუდოდ, ნახევარზე ნაკლებია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა