უმნიშვნელო ოდენობის სახელმწიფო დახმარების მოცულობამ, 2024 წელს, 5 313 225 ლარი შეადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, საქართველოში - სხვადასხვა უწყებების მიერ, 2024 წელს, ქვეყანაში 28 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება გაიცა, რომელთა საერთო მოცულობა 5 313 225 ლარია გაცემული.

მათი ცნობით, 2024 წელს უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემ ყველაზე მსხვილ ორგანოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მოჰყვება.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო დახმარებას ძირითადად ფინანსური დახმარება (73%) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება (27%) წარმოადგენდა.

„2023 წელს, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებამ, საერთო მოცულობით 8 337 803 ლარი შეადგინა, 2022 წელს, 3 010 036 ლარი, ხოლო 2021 წელს 14 744 673 ლარი.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 01 თებერვლამდე, გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, მისი გაცემის ვადისა და მიმღები სუბიექტის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდოს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ყოველწლიურ რეესტრს აწარმოებს.

ინფორმაციისთვის: უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალურ სახელმწიფო დახმარებას მიეკუთვნება სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისათვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება, თუ მისი მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 400 000 ლარს, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში - 200 000 ლარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის