იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული საჰაერო იერიშები დაგმეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული საჰაერო იერიშები დაგმეს.

„ჩვენ სიონისტური მტრის მიერ ღაზას სექტორის წინააღმდეგ აგრესიის განახლებას ვგმობთ“, - ნათქვამია „ჰუსიტების“ განცხადებაში.

„ჰუსიტების“ განცხადებით, პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების ოპერაციებს გააძლიერებენ.

„პალესტინელი ხალხი ამ ბრძოლაში მარტო არ დარჩება. იემენი მხარდაჭერას გააგრძელებს და კონფრონტაციულ ნაბიჯებს გააძლიერებს“, - აცხადებენ „ჰუსიტები“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა