ლევან მახაშვილი - ოპოზიციისთვის ფასეულია მხოლოდ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესები - თუ საჭიროა, ერთ დღეს ამერიკის ელჩს გააღმერთებენ, მეორე დღეს „ფეისბუქზე“ შეუვარდებიან და მთლიან საელჩოს მიწაში ჩადებენ

მაშინ, როდესაც ოპოზიცია თავის შიდა თუ გარე დამქაშებთან ერთად ქვეყანას უფსკრულისკენ ეწევა, ჩვენ პასუხისმგებლობიანად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობაზე ზრუნვას,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის გაწიროს ყველაფერი, ოღონდ ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს.

„არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო ქაოსში ჩაითრიონ. ეს ძალები არსად გამქრალან, უფრო მეტიც, ამჯერად ევროპის კონტინენტზე იწყობენ თბილ ბუდეს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს ამოფარებულებმა კვლავ ჭკუის სწავლება განაგრძონ. ამით იმედმოცემული ოპოზიცია მზად არის გაწიროს ყველაფერი, ოღონდ ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. მათთვის არ არსებობს არც ევროპა, არც აშშ და რაც ყველაზე სამწუხაროა, არც საქართველოს ეროვნული ინტერესები, არცერთი მათგანი არ არის მათთვის ფასეული. მათთვის ფასეულია მხოლოდ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესები და თუ საჭიროა, ამისთვის ამერიკასაც გალანძღავენ, ევროკავშირსაც და საქართველოს მომავალსაც ზედ მიაყოლებენ. ერთ დღეს ამერიკის ელჩს გააღმერთებენ, მეორე დღეს „ფეისბუქზე“ შეუვარდებიან და მთლიან საელჩოს მიწაში ჩადებენ. გაუკეთებიათ, აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ. ამიტომ, ერთ რამეში უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო-მშვიდობა არ არის საჩუქარი, ის არის პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ დავუმტკიცეთ მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და მისი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის იმედი, თუნდაც ყველაზე რთულ დროს. მაშინ, როდესაც ოპოზიცია თავის შიდა თუ გარე დამქაშებთან ერთად ქვეყანას უფსკრულისკენ ეწევა, ჩვენ პასუხისმგებლობიანად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობაზე ზრუნვას“,-განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში