ნანუკა ჟორჟოლიანი - პროკურატურა ოფიციალურად არ მატყობინებს, რა იყო მათი საფუძველი, რის შედეგადაც მიიღეს ფონდის დაყადაღების გადაწყვეტილება - ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც

ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც, ამას ვუშვებ, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელიც პროკურატურაში იმყოფებოდა და წერილით დატოვა, სადაც ითხოვს სასამართლოს განჩინება გააცნონ, სადაც ახსნილი იქნება, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი.

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, პროკურატურა ოფიციალურად არ აცნობს ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი.

„ოფიციალური განჩინება არ ჩაგვბარებია. პროკურატურა ოფიციალურად არ მატყობინებს რა იყო მათი საფუძველი, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება. ერთია რომ ზედაპირულ განცხადებას ავრცელებენ, მეორე რა დევს საქმეში, რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, რომ პროკურორების სახელებსა და გვარებს მიმალავენ. კარგად იციან რა იქნება ჩემი რეაქცია ამ პროკურორების მისამართით. კანონი არ გვიკრძალავს, მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროკურორს სახელობითად გავაგებინოთ სინამდვილეში რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები. ახლა ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც, ამას ვუშვებ. ხომ გეცინებათ, ხომ ფიქრობთ რომ „ქოცებმა“ რა სიგიჟე შესაძლოა ჩაიდინონ, მე ამას ვუშვებ“,- აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა