ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებები პოლიტიკურ დევნად მიმაჩნია - ბათუმში ჩამოვედით, რათა ის გავამხნეოთ

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებები პოლიტიკურ დევნად მიმაჩნია - დადებითი მოლოდინი არ მაქვს ამ სასამართლოს პირობებში. ჩამოვედით, რათა მზია ამაღლობელი გავამხნეოთ, - ამის შესახებ წამყვანმა, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აღნიშნავს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და აუცილებელია მათი უფლებებისთვის ბრძოლა.

„სამართლის სპეციალისტებთან, ვისთანაც გავიარე მზია ამაღლობელს საქმე, ყველამ დამიდასტურა, რომ არანაირი გარემოება არ არსებობს, რომ ეს ადამიანი საპყრობილეში იყოს. შესაბამისად, მისი პატიმრობა და მის წინააღმდეგ გატარებული ე.წ. სამართლებრივი ღონისძიებები პოლიტიკურ დევნად მიმაჩნია. მზია ამაღლობელი პოლიტიკურ პატიმრად მიმაჩნია. დადებითი მოლოდინი არ მაქვს ამ სასამართლოს პირობებში. ჩამოვედით, რათა მზია ამაღლობელი გავამხნეოთ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, აუცილებელია მათი უფლებებისთვის ბრძოლა, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანი.

ძალის დემონსტრირების მცდელობაა. მიზანი არის საზოგადოება დააშინონ, ჟურნალისტები, რათა ხმა არ აღიმაღლონ იმ უსამართლობაზე, რასაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ“, - აღნიშნა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 14:00 საათზე დაიწყება, სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი წარუძღვება. სხდომაზე სასამართლო მხარეთა შუამდგომლობებს განიხილავს, ასევე, მხარეთა შესავალ სიტყვას მოისმენს. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, მოსამართლე სალიხ შაინიძე, 17:30 საათზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს “სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი