„პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გადამუშავდა - თუ თეატრის დირექტორს უმაღლესი სახელოვნებო განათლება აქვს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის შეთავსების უფლება ექნება

ცვლილება შევიდა პარლამენტში ინიცირებულ პროექტში, რომლის პირვანდელი რედაქციით, სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმება იყო დაგეგმილი.

„პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენის ფარგლებში გადამუშავდა. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ თეატრის დირექტორს უმაღლესი სახელოვნებო განათლება ექნება, მიეცემა უფლება, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა თავადვე შეითავსოს.

„საკომიტეტო განხილვის დროს, პირველ მოსმენაზე, გამოითქვა შესაბამისი შენიშვნები. გაიმართა კონსულტაციები. პროექტში ასახული ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ თეატრის დირექტორს იმ შემთხვევაში, თუ აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება, ექნება უფლება, თავადვე შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თეატრის დირექტორი უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი არ არის, მას სამი ალტერნატივა აქვს: - მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი, მოიწვიოს მთავარი რეჟისორი ან სარეჟისორო კოლეგია. ამ სამიდან ერთ-ერთ სუბიექტთან ერთად განსაზღვროს თეატრის სადადგმო სარეპერტუარო პოლიტიკა ანუ თეატრის საქმიანობის შემოქმედებითი მიმართულება.

ამავე პროექტის გარდამავალი დებულებებიდან გამომდინარე, მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელები თეატრის დირექტორებად გადაინიშნება. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ კადრებთან მიმართებით, თუკი ისინი ისურვებენ, რომ შეითავსონ სამომავლოდაც სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქციები, პრაქტიკულად, ცვლილების საჭიროებაც არ იარსებებს“,- განაცხადა ჭეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტმა კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს