ფრიდრიხ მერცი - რეფორმები ევროპის წინააღმდეგ პუტინის ომის გამოა საჭირო

რეფორმები ევროპის წინააღმდეგ პუტინის ომის გამოა საჭირო, - ამის შესახებ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რეფორმების შემოთავაზებული პაკეტი, პირველ რიგში, საჭიროა ევროპის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის გამო, ომის ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მერცის თქმით, რეფორმები აუცილებელია რუსეთის მიერ გერმანიის წინააღმდეგ განხორციელებული მტრული მოქმედებების, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების, დეზინფორმაციული კამპანიებისა და ასევე, ევროკავშირის დაყოფის მცდელობებზე საპასუხოდ.

„ჩვენს ღია საზოგადოებაზე, ჩვენს თავისუფლებაზე თავდასხმებისგან ჩვენ თავს დავიცავთ, ყველაფრით, რაც ჩვენს ხელშია. ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები ფაქტობრივად, ნულიდან უნდა აღვადგინოთ“, - აღნიშნა მერცმა.

ცნობისთვის, დღეს გერმანიის პარლამენტში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ კენჭისყრა გაიმართება, რომელიც გერმანიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა