საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტისა და ამავდროულად, ახალგაზრდა კოლეგის, გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტის, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ნიჭიერი და იმედისმომცემი ბაკალავრისა და ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი.

გურამი იყო არამხოლოდ შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტი, არამედ აქტიური მკვლევარიც, გამორჩეული გონიერებით, ცნობისმოყვარეობითა და ინოვაციისადმი ერთგულებით. მისი საქმიანობა უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევით ლაბორატორიაში ნათელი მაგალითი იყო ცოდნისა და მეცნიერებისადმი მისი სიყვარულისა.

მისი მოულოდნელი და უდროო გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი აკადემიური საზოგადოებისათვის, მისი თანაჯგუფელებისთვის, კოლეგებისა და მეგობრებისთვის. გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ ოჯახს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტისა და კოლეგის, გურამ ადუაშვილის სახელი დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს გურამისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს