პროკურორი - ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებული მზია ამაღლობელი მას თავს დაესხა, ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი

ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებული მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი,- ამის შესახებ პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ბრალდების მხარის მიერ შეფასდა 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

„ირაკლი დგებუაძე ახორციელებდა სამსახურებრივ საქმიანობას, საპროტესტო შეკრების მონაწილეებს განუმარტავდა კონკრეტულ პირთა დაკავების საფუძვლებს. ამ დროს კომუნიკაცია ჰქონდა ბრალდებულთან, მზია ამაღლობელთან, რომელიც გაღიზიანებული იყო ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით. შურისძიების მოტივით, ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობთ გაღიზიანებული მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ბრალდების მხარის მიერ შეფასდა 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ბრალდების მხარის აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, წარმოდგენილია სასამართლოში სხვადასხვა სახის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ლოგიკური ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივა იმ დასკვნამდე რომ ბრალდებულმა მზია ამაღლობელმა სწორედ ის ქმედება ჩაიდინა, რაც მას ბრალად აქვს შერაცხული“, - აღნიშნა პროკურორმა.

გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს