არჩილ გორდულაძე - „ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ - დავალებების მიღება და ამ დავალებების შესრულებაზე, როგორც თითის დატკაცუნებაზე, ისე მოქმედება

„ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთის მიმართ პიროვნული ზიზღი აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - დავალებების მიღება და ამ დავალებების შესრულებაზე, როგორც თითის დატკაცუნებაზე, ისე მოქმედება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არსებული შუღლი სააშკარაოზე გამოჩნდა, თუმცა როგორც კი დავალებას მიიღებენ, კვლავ გაერთიანდებიან.

„ვიცით, რომ „ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთის მიმართ პიროვნული ზიზღი აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - დავალებების მიღება და ამ დავალებების შესრულებაზე, როგორც თითის დატკაცუნებაზე, ისე მოქმედება. ახლა ვხედავთ, რომ ერთმანეთში შუღლი ისევ და ისევ გამოვიდა სააშკარაოზე, მაგრამ როდესაც მოვა დავალება კონკრეტული მიმართულებით, რომ რაღაც უნდა შესრულდეს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ისევ ვნახავთ რომ მზე და მთვარე ამოუვათ ბატონ გუბაზ სანიკიძეს და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ერთმანეთის მიმართ. როგორც ეს მოხდა ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით. ადამიანები ერთმანეთს ლანძღავდნენ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და შემდეგ ერთმანეთს ძმობა შეფიცეს. ზუსტად ასეთია ორპირობა, უსამშობლობა, ამ ყველაფერს ვგულისხმობთ ხოლმე როდესაც ამ ტერმინებს ვამბობთ. ადამიანები ერთიანდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დავალება შეასრულონ, რეალურად, ერთმანეთის მიმართ აქვთ ზიზღი, რომელიც ხანდახან გამოჩნდება ხოლმე სააშკარაოზე," - განაცხადა გორდულაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე