ნესტან ცეცხლაძე მზია ამაღლობელისთვის 2000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებაზე -  მტკიცებულებებისა და მოწმეების გაყალბების საფუძველზე მოსამართლემ უტიფრად მიიღო გადაწყვეტილება, აღმაშფოთებელია

მტკიცებულებებისა და მოწმეების გაყალბების საფუძველზე მოსამართლემ უტიფრად მიიღო გადაწყვეტილება, აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ „ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

ნესტან ცეცხლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური მოლოდინი არ ჰქონია, „ამგვარ უტიფრობას“ არ ელოდა.

„მე არ მქონია დიდი მოლოდინი, იმიტომ, რომ სასამართლო საერთოდ არ არის, მაგრამ ამგვარ უტიფრობას მაინც არ ველოდი, ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს უბრალოდ, სასამართლო არაა, უსამართლო სასამართლოც კი არ არის. სრულიად გაყალბებული დაკავების ოქმებით, ცრუ მოწმეებით მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვინც ესწრებოდა ადმინისტრაციულ პროცესს, სრულიად ნათელი იყო, რასთან გვაქვს საქმე, როგორ მტკიცებულებებისა და მოწმეების გაყალბების საფუძველზე მოსამართლემ უტიფრად მიიღო ეს გადაწყვეტილება, აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ნესტან ცეცხლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ