გრიგოლ გეგელია - ლანდსბერგისის მიზანია, დაეხმაროს ქართველ ხალხს და დემოკრატიულ პროცესს - განვიხილეთ ტაქტიკური და სტრატეგიული საკითხები

ლანდსბერგისი არის საქართველოს გულანთებული მეგობარი. ჩვენ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, რა თქმა უნდა, მისი მიზანია, დაგვეხმაროს ქართველ ხალხს და დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩვენ სახელმწიფოში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გეგელიას თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, სანქციებს და ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციას.

„ფანტასტიკური შეხვედრა გვქონდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან. ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი მთელი ევროპის მასშტაბით. ლანდსბერგისი არის საქართველოს გულანთებული მეგობარი. ჩვენ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, რა თქმა უნდა, მისი მიზანია ქართველ ხალხს დაგვეხმაროს და იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩვენ სახელმწიფოში.

მასთან ძალიან საინტერესო ანალიტიკური საუბარი გვქონდა. შექმნილ ვითარებაზე, შემდგომ ნაბიჯებზე. ბუნებრივია, ყველა ჩვენ მეგობართან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ეროვნულ პრინციპებზე დამყარებული ქართული სახელმწიფო გადარჩეს და გაძლიერდეს. საუბარი შეეხო სანქციებსაც, მაგრამ ის არ არის ერთადერთი საკითხი, რაც ასეთ დროს განიხილება ხოლმე.

განვიხილეთ ტაქტიკური და სტრატეგიული საკითხებიც, მათ შორის, პარტიებს შორის არსებული კოორდინაცია. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ამას გამორჩეულად კარგად ვაკეთებთ საგარეო ასპარეზზე. კოალიციების საგარეო გუნდი სანიმუშოდ მუშაობს. ეს არ ნიშნავს პარტიების იდენტობების გაერთიანებას, სერთო სიას - ყველა ძირითად საკითხზე უნდა გვქონდეს საერთო ძალისხმევა“, - განაცხადა გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში